2016 წელს მიღებული კანონით საქართველოში დაისვა საფუძველი გარემოს დაცვისთვის. კანონი ადგენს პასუხისმგებლობას ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომლებიც აბინძურებენ გარემოს - ჰაერს, წყალს, ნიადაგს და სხვა ბუნებრივ რესურსებს. კანონის დარღვევის შემთხვევაში დამბინძურებელი პირები ექვემდებარებიან ადმინისტრაციულ ჯარიმებს, რაც მიზნად ისახავს ეკოლოგიური ნორმების დაცვას და გარემოს დაცვაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდას.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში აღნიშნული კვლევის მიზანი იყო თბილისის მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ამ კანონის მიმართ და მათი შეფასების დადგენა კანონის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
კვლევა ჩატარდა თბილისის სხვადასხვა უბანში გადაღებული ვიდეოინტერვიუების საშუალებით. ინტერვიუს მთავარი კითხვა ეხებოდა იმას, რამდენად ცნობილია მოქალაქეებისთვის 2016 წელს მიღებული კანონი და როგორი დამოკიდებულება აქვთ გარემოს დაბინძურებაზე დაწესებული ჯარიმების მიმართ. რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, თვლიან თუ არა ისინი, რომ აღნიშნული კანონი რეალურად უწყობს ხელს გარემოს დაცვას.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა ნაწილი დადებითად აფასებს კანონის მიღებას და მიიჩნევს, რომ ფინანსური სანქციები აუცილებელია გარემოს დაბინძურების შესამცირებლად. მათი აზრით, ჯარიმები ზრდის მოქალაქეთა პასუხისმგებლობას და ხელს უწყობს წესრიგის დაცვას საზოგადოებრივ სივრცეებში.
ბლოგის ფარგლებში წარმოდგენილია ავტორების მიერ დამოუკიდებლად მომზადებული კითხვარი, რომელიც გარემოს დაბინძურების თემას ეხება. აღნიშნული კითხვარის მთავარი მიზანია საზოგადოების აზრის შესწავლა და იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა მოქალაქეების თვალსაზრისით. კითხვარი შესაძლებლობას იძლევა, გამოიკვეთოს საზოგადოების დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემების მიმართ და შეფასდეს გარემოს დაცვის საკითხებისადმი ცნობიერების დონე.
კითხვარში გაერთიანებულია კითხვები, რომლებიც შეეხება გარემოს დაბინძურების სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას, ასევე მოქალაქეების ყოველდღიურ ჩვევებსა და პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართულებით. გამოკითხვის საშუალებით შეგროვებული პასუხები დაეხმარება ავტორებს უკეთ გააანალიზონ, როგორ აღიქვამს საზოგადოება გარემოს დაბინძურების მასშტაბს და რამდენად აქტიურად არის მზად ჩაერთოს მის მოგვარებაში. კითხვარში მონაწილეობა მიიღო 26 ადამიანი.
კითხვარის შედეგები გამოყენებული იქნება ინფორმაციის შეჯამებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების უკეთ წარმოჩენის მიზნით. მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს როგორც ბლოგის შინაარსის გამდიდრებას, ისე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მკითხველის ჩართულობას და საერთო პასუხისმგებლობის გაძლიერებას სუფთა და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.
ასევე გთავაზობთ ჩვენი პატარა კითხვარის მონაცებებს:







No comments:
Post a Comment